საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” აცხადებს მოკლევადიან სტუდენტურ მობილობას PXL გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” აცხადებს მოკლევადიანი სტუდენტური მობილობის შესაძლებლობას (10 კვოტა), PXL გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ჰასელტი, ბელგია), “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში.

მობილობა განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების და ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის.

მობილობის პერიოდი გახლავთ 2026 წლის მარტის პირველი კვირა და განხორციელდება მიმღები უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში.

დაფინანსება (ერაზმუს+ გრანტი):

  • სტუდენტებისთვის განსაზღვრული გრანტის საერთო ოდენობა 5 აქტივობის დღისა და 2 სამგზავრო დღისათვის შეადგენს 1083 ევროს. გრანტი მოიცავს როგორც დღიურ სტიპენდიას, ასევე მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას Erasmus+ distance band-ის შესაბამისად.
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
  • მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ ოფიციალური პროგრამა გაზიარდება შერჩეულ სტუდენტებთან.

სტუდენტების შერჩევა განხორციელდება ინგლისურ ენაზე ჩატარებული გასაუბრების საფუძველზე, მათი აკადემიური პროფილისა და მოტივაციის გათვალისწინებით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა დააფიქსირონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით

https://forms.gle/JuoFoYp5WuShm2r58

2026 წლის 30 იანვრის ჩათვლით, 12:00 საათამდე (შუადღე)

გასაუბრების თარიღია 30 იანვარი, 2026 წელი, 12:00 საათი (შუადღე).

შედეგები გამოცხადდება იმავე დღეს.