“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” და სმარტ აკადემია გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, სადაც მონაწილეობით შესაძლებლობა გექნება უკეთ გაეცნო ციფრულ სამყაროში არსებულ თანამედროვე პროფესიებს და კარიერულ შესაძლებლობებს.
შეხვედრის პირველ ნაწილში გაეცნობით სმარტ აკადემიის ელჩების პროგრამას, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, აქტიურად ჩაერთონ ციფრულ ეკოსისტემაში, გაიღრმაონ ცოდნა და განვითარდნენ მომავლის პროფესიებში.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა პრაქტიკულ მასტერკლასს – “როგორ შევქმნათ ეფექტური CV“, სადაც გაიგებ, როგორ წარმოაჩინო შენი უნარები და გამოცდილება დასაქმების ბაზარზე, როგორ შექმნა ძლიერი პროფესიული პროფილი და როგორ მოემზადო წარმატებული კარიერული გზის დასაწყებად.
სმარტ აკადემიის ელჩების პროექტის მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა თანამედროვე ციფრულ ბაზარზე და მათი დასაქმებისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნის გაზიარება
თარიღი: 22 ოქტომბერი, 14:00 საათი
ადგილი: “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი”, საკონფერენციო სივრცე (აუდიტორია 106)