“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” და “ევროპის უნივერსიტეტის” ორგანიზებით, საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის უფასო ტრენინგი თემაზე: „გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება” გაიმართება, რომელიც ორგანიზებულია, სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის მიერ.
ტრენინგი მიზნად ისახავს მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაძლიერებას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა:
- გაკვეთილის ეფექტიანი დაგეგმვა
- SMART მიზნების ჩამოყალიბება
- შეფასების თანამედროვე მიდგომების გააზრება და პრაქტიკაში დანერგვა
ტრენინგის მიზანი:
ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, სასწავლო გუნდში თანამშრომლობის კულტურის გაძლიერებას და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმების ათვისებას.
ტრენინგის შედეგი:
მონაწილეები შეძლებენ შიდა დაკვირვების და ურთიერთდაკვირვების გამოყენებას პროფესიული განვითარების ინსტრუმენტად, შექმნიან და განავითარებენ საკუთარ პროფესიულ პორტფოლიოს და განახორციელებენ თვითშეფასებას.
ტრენინგი მოიცავს ორ პრაქტიკულ აქტივობას:
– გაკვეთილის დაგეგმვის შექმნა
– შეფასების რუბრიკის შედგენა
ტრენინგის ბოლოს მონაწილეები დაინახავენ, თუ როგორ ქმნიან სწორად დაგეგმვა და შეფასება ერთიან, შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს, სადაც მოსწავლე პროგრესს განიცდის და იღებს ხარისხიან უკუკავშირს.
ტრენინგს გაუძღვება: სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ტრენერი და “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული ასისტენტ-პროფესორი მარიამ რამინაშვილი.
თარიღი: 29 ნოემბერი, 12:00 საათზე.
ხანგრძლივობა და ფორმატი: 4 საათი, ლექცია + პრაქტიკული მუშაობა.
რეგისტრაცია: ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია
რეგისტრაციის ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSek9bjolGdJ4zz41AxmJAeh8V2IJo8sHxXM-MOH1JYrAJwZrw/viewform
სერტიფიკატი: ტრენინგზე დამსწრე პირებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.