Times Higher Education ყოველწლიურად აქვეყნებს უნივერსიტეტების საერთო რეიტინგს და ასევე მდგრადი განვითარების 17 მიზნისთვის შესაბამის ცხრილს, სადაც ნაჩვენებია უნივერსიტეტების პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით.
2025 წლის გამოშვებაში მსოფლიოს მასშტაბით “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” 1501+ ადგილზეა
SDG 4: ხარისხიანი განათლება / Quality Education (1501+)
1.7- 33.3 ქულით „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი “1501+ პოზიციაზეა მეოთხე კატეგორიაში და საქართველოს მასშტაბით მეოთხე ადგილს იკავებს. SDG4-ის მიზანია უსაფრთხო, ინკლუზიური და პოზიტიური გარემოს შექმნა განათლებაში და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა ყველასთვის.
SDG 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა / Decent Work and Economic Growth (801-1000)
38.7 – 45.8 ქულით “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“ 801-1000 პოზიციაზეა მერვე კატეგორიაში. SDG 8-ის მიზანია პროდუქტიული დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ფორმირება არსებით ეკონომიკურ ზრდაში.
SDG 5: გენდერული თანასწორობა / Gender Equality (1001+)
15.3–38.7 ქულით “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” 1001+ პოზიციაზეა მეხუთე კატეგორიაში. SDG5-ის მიზანია ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრა, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა სრული მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების ყველა დონეზე ლიდერობისათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
SDG 16: მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები / Peace, Justice and Strong Institutions (1001+)
2.4 – 31.7 ქულით „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“ 1001+ პოზიციაზეა მეთექვსმეტე კატეგორიაში. SDG 16-ის მიზანია მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე.
SDG 17: გლობალური თანამშრომლობა / Partnerships for the Goals (1501+)
2.1–44.7 ქულით “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი “1501+ პოზიციაზეა მეჩვიდმეტე კატეგორიაში. SDG 17-ის მიზანია ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელიც მხარს უჭერს მდგრად განვითარებას სხვადასხვა სექტორში.