ლატვიაში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი, სამართლის საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ანა მეძმარიაშვილი და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დიანა უგლავა ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გაემგზავრნენ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კოლეჯის დირექტორთან, სასწავლო პროცესის სამსახურისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ამასთანავე, „ალბერტა კოლეჯის“ სტუდენტებისთვის „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებმა ლექციები ჩაატრეს.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის საერთაშორისო რეგულირების, ბუღალტერიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებისა და შრომის ბაზრის გამოწვევები.