საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ასისტენტ პროფესორი ანი კალანდია “მედიმურჯეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში” იმყოფებოდა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ასისტენტ პროფესორმა ანი კალანდიამ “ერაზმუს+ KA171” აკადემიური მობილობის ფარგლებში “მედიმურჯეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში” (ხორვატია) იმყოფებოდა.

პროფესორმა ლექცია თემაზე „აღქმა და მისი ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე” წაიკითხა.

ლექციის ფარგლებში განიხილეს ინდივიდუალური აღქმის გავლენა მენეჯერულ გადაწყვეტილებებზე, ჯგუფური და ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების განსხვავებები და თანამედროვე ორგანიზაციული გარემოს გამოწვევები.

ლექციის დაწყებამდე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” შესახებ, მის აკადემიურ პროგრამებზე, საერთაშორისო თანამშრომლობებსა და სტუდენტური მობილობის შესაძლებლობებზე.

ვიზიტის განმავლობაში პროფესორი აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეხვდა, მათ შორის ერაზმუს მობილობის მენეჯერსა და ვიცე დეკანს აკადემიური მიმართულებით.

პროფესორის საერთაშორისო გამოცდილება, კიდევ უფრო აძლიერებს „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“აკადემიურ თანამშრომლობას და ხელს უწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის განხორციელებას.