საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

‘’ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის’’ ასისტენტი ნინო წიქორიძე ერაზმუს+ მობილობის ფარგლებში ხორვატიაში იმყოფებოდა

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ასისტენტი ნინო წიქორიძე ერაზმუს+ აკადემიური მობილობის ფარგლებში ლავოსლავ რუჟიჩკას სახელობის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ხორვატია) იმყოფებოდა.

მობილობის ფარგლებში ნინო წიქორიძემ სტუდენტებისათვის, ჩაატარა სალექციო კურსი საქართველოს სასამართლო სისტემის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაზე.

კურსის ფარგლებში განხილული იყო სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების წინაპირობები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო წარმოების სამართლებრივი საფუძვლები, გასაჩივრების ვადები და ფარგლები, ასევე გადაწყვეტილებების გადახედვის სტანდარტები.

ლავოსლავ რუჟიჩკას სახელობის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი წარმოადგენს გამოყენებით მეცნიერებებზე ორიენტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და აქტიურად არის ჩართული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში აკადემიური პერსონალის მობილობებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში.

აკადემიური მობილობები ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.