“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დიანა უგლავამ მონაწილეობა მიიღო InterDoc International Staff Week-ში სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, გლივიცეში, პოლონეთში. ღონისძიება ჩატარდა 2025 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისამდე “ერაზმუს პლუს” პროგრამის ფარგლებში.
საერთაშორისო Staff Week სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო მობილობის ოფისისა და დოქტორანტურის სკოლის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მთელი ევროპიდან. ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური დიალოგის გაღრმავების თვალსაზრისით.
კვირის განმავლობაში მონაწილეები, მათ შორის დიანა უგლავა, გაეცნენ საერთაშორისო თანამშრომლობაში კვლევის ხარისხის საკითხებს, გაიზიარეს ევროკავშირის პროექტების საუკეთესო პრაქტიკა EURECA-PRO ფარგლებში, მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დოქტორანტების პრეზენტაციებში და დაესწრნენ სამეცნიერო პროექტების მენეჯმენტის ვორქშოპებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეთიკური წერისა და კვლევაში ხელოვნური ინტელექტის როლის საკითხებს.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა Study Abroad Fair, სადაც მონაწილეებმა წარადგინეს საკუთარი უნივერსიტეტები და საერთაშორისო პროგრამები. დიანა უგლავამ ღირსეულად წარადგინა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” და ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო შესაძლებლობები.
ამ სახის მობილობა აჩვენებს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მზადყოფნას აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებაში და უზრუნველჰყოფს ჩვენი ფაკულტეტისთვის ყველაზე თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობები. სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობების განვითარების მიმართულებით.