საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ბულგარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ანტონ სინატაშვილი “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში ბულგარეთის ველიკო ტარნოვოს სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

ხუთდღიანი ვიზიტის განმავლობაში ის დეტალურად გაეცნო მასპინძელი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკას, მათ შორის წიგნების რეგისტრაციის სისტემას და საცავების ინფრასტრუქტურას.

ვიზიტის ფარგლებში მასპინძელ უნივერსიტეტში სტუმარს დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარეს, ასევე გააცნეს დაზიანებულ წიგნებთან მუშაობის პროცესი და ლიტერატურის კატეგორიზაციის პრინციპები.

ანტონ სინატაშვილი ასევე ეწვია ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკას, სადაც შეისწავლა წიგნების გაციფრულების თანამედროვე მიდგომები.

აღნიშნული გაცვლითი პროგრამა მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარებისა და პროფესიული გამოცდილების გაფართოების თვალსაზრისით