“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ანა კაკაბაძე „ერაზმუს+“-ის პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული მობილობით, ხორვატიაში, ვუკოვარის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Lavoslav Ružička) გამართულ საერთაშორისო კვირეულზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
ანა კაკაბაძემ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა მასპინძელი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის სტრატეგიები, ასევე მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მან ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა დაგეგმილ ღონისძიებაში, მათ შორის – “საერთაშორისო პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოფენაში“ (VEVU International Partners HEIs Fair).