2025 წლის 31 მაისიდან 1 ივნისამდე, თბილისში, Alte უნივერსიტეტში გაიმართა 2025 წლის “Chinese Bridge” კონკურსის საქართველოს ფინალური ეტაპი. შერჩევითი ტურების შემდეგ ფინალში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 16 სტუდენტი გადავიდა, მათ შორის ოთხი მონაწილე “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კონფუცის კლასიდან.
ორი დღის განმავლობაში კონკურსანტებმა წარმოაჩინეს ჩინური ენის შესწავლის პროცესში განვითარებული უნარები. მათ შეასრულეს სხვადასხვა დავალება საბაზისო ენობრივ ცოდნაში, მეტყველების უნარებსა და კულტურული ნიჭის მიმართულებით. პროგრამა მოიცავდა ენის ტესტებს, პრეზენტაციებს და ჩინური ხელოვნების სხვადასხვა ნომერს.
ფინალის შედეგებით, მარიამ ახალაძე და მარიამ ხარაბაძე მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ, ხოლო მარიამ ხეცურიანი და ნინი სალდაძე – სამაგალითო მონაწილეებად დასახელდნენ.
ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ წარმატებებს სამომავლო პროფესიულ განვითარებაში!