“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კონფუცის კლასის ორგანიზებით ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა სასაჩუქრე სახელმძღვანელოები, მათ შორის ჩინეთში გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ სამივე გამოცემა, ჩინური ლიტერატურის ნიმუშები და ჩინური ენის სასწავლო სახელმძღვანელოები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიბლიოთეკის დირექტორი და ბიბლიოთეკის თანამშრომლები. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართულ-ჩინური კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიხსნას ჩინური ლიტერატურის კუთხე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მკითხველებისათვის ჩინური კულტურისა და ენის უკეთ გაცნობას.
მხარეებმა, ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი, მათ შორის ერთობლივი კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებების დაგეგმვა.
‘’ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი’’ აგრძელებს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო კულტურული დიალოგისა და საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.