მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები, სრულად დაფინანსებულ “ერაზმუს+” მობილობით ტოქათის გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტში (თურქეთი) გაემგზავრებიან.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ოთხი სტუდენტი, წარმატებით შეირჩა “ერაზმუს+ KA171” შიდა კონკურსის შედეგად და ნომინირებული არიან სრულად დაფინანსებულ მობილობაზე Tokat Gaziosmanpaşa University-ში (თურქეთი) 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
ნომინირებული სტუდენტები:
- Tanwar Vinay
- Kathuria Kridha
- Mohd Kaliyar Siddiqui
- Tejashwini Talasani
“ერაზმუს+ KA171” პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას და მათ დაუფინანსდებათ ორმხრივი მგზავრობის ხარჯები. შესაბამისად, მათი მობილობის პერიოდი ფინანსურად სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროგრამის წესების შესაბამისად.
“ტოქათ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტი ახორციელებს 6-წლიან სამედიცინო პროგრამას, რომელიც აერთიანებს საბაზისო სამედიცინო მეცნიერებების ძლიერ თეორიულ საფუძველს და ინტენსიურ კლინიკურ სწავლებას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, რომელიც ფაკულტეტის უშუალო სიახლოვეში მდებარეობს.
ფაკულტეტი უზრუნველჰყოფს სამედიცინო სპეციალიზაციის ტრენინგს 20-ზე მეტი მიმართულებითა და თანამედროვე საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით, რაც ქმნის მდიდარ კლინიკურ გარემოს ჩვენი სტუდენტების პროფესიული კომპეტენციების გასაფართოებლად.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ულოცავს შერჩეულ სტუდენტებს და უსურვებს წარმატებას “ერაზმუს +” საერთაშორისო გამოცდილების მიღების გზაზე.