საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები, მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სრულად დაფინანსებულ “ერაზმუს+” სემესტრული მობილობით “ქოჯაელის უნივერსიტეტში” (თურქეთი) გაემგზავრებიან

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის”  მედიცინის ფაკულტეტის ორი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, ერაზმუს+ KA171 შიდა კონკურსის გზით, სრულად დაფინანსებულ “ერაზმუს+”  მობილობაზე “ქოჯაელის უნივერსიტეტში” (თურქეთი) განაგრძობს სწავლას.

შერჩეული სტუდენტები:

  • სურეშ პრავინა
  • აგნუს ედვინ აირინი

“ერაზმუს+ KA171” პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას და მათ დაუფინანსდებათ ორმხრივი მგზავრობის ხარჯები. შესაბამისად, მათი მობილობის პერიოდი ფინანსურად სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროგრამის წესების შესაბამისად.

“ქოჯაელის უნივერსიტეტი”ერთ-ერთი საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც გამოირჩევა მედიცინის სწავლებისა და კვლევის ძლიერი პროფილით. მედიცინის ფაკულტეტი წარმოდგენილია თანამედროვე კამპუსით, რომელიც მოიცავს ფართო პროფილის კვლევით და სასწავლო საავადმყოფოს და სხვა მრავალფეროვან საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას.

ფაკულტეტს დამატებით ემსახურება სპეციალური სამედიცინო სიმულაციური ცენტრი (KOÜSİM), სადაც ტარდება მაღალი სიზუსტის სიმულაციები გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების, რეანიმაციის, საბაზისო და გაფართოებული რეანიმაციული დახმარების და სხვა ყველა ძირითადი კლინიკური უნარის განვითარების მიმართულებით, როგორც ბაკალავრიატის, ისე სამაგისტრო და სადოქტორო დონის სტუდენტებისთვის.

ქოჯაელის უნივერსიტეტის გარემო CUE-ს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, დაეუფლონ თანამედროვე სწავლების მეთოდებს და განივითარონ პრაქტიკული კლინიკური უნარები მაღალი აკადემიურ სტანდარტით.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ულოცავს შერჩეულ სტუდენტებს და უსურვებს წარმატებას “ერაზმუს +” საერთაშორისო გამოცდილების მიღების გზაზე.