საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი თურქეთის “ჰითითის უნივერსიტეტში” “ერაზმუს+” მობილობაზეა ნომინირებული

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამის სტუდენტი რაჯ დეშაბატინი იაშავი, ოფიციალურად ნომინირებულია “ერაზმუს+ KA171” მობილობაზე “ჰითითის უნივერსიტეტში”  2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

“ერაზმუს+ KA171” პროგრამის ფარგლებში რაჯ დეშაბატინი იაშავი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას და დაუფინანსდება ორმხრივი მგზავრობის ხარჯები. შესაბამისად, მობილობის პერიოდი სტუდენტისთვის ფინანსურად სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროგრამის წესების შესაბამისად.

ნომინირება განხორციელდა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” შიდა კონკურსის საფუძველზე, რომელიც შედგებოდა სამი სავალდებულო ეტაპისგან:
აკადემიური უფლებამოსილების შეფასება
ინგლისური ენის გამოცდა
სამოტივაციო გასაუბრება (ინგლისურ ენაზე)

სტუდენტმა წარმატებით გაიარა სამივე ეტაპი და ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.

“ჰითითის უნივერსიტეტი” რომელიც მდებარეობს ქალაქ ჩორუმში (თურქეთი), წარმოადგენს სწრაფად განვითარებად სახელმწიფო უნივერსიტეტს, გამორჩეულია ძლიერი აკადემიური პროფილით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

თურქული სამედიცინო განათლება რეგიონში გამოირჩევა განვითარებული ჯანდაცვის სისტემით, ძლიერი კლინიკური სწავლების გამოცდილებით, საერთაშორისო სტუდენტების მიღებისა და ინტეგრაციის კულტურითა და პრაქტიკულ და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომებით.

მობილობა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტს საშუალებას მისცემს, მიიღოს ღირებული გამოცდილება დინამიკურ სამედიცინო გარემოში, გაიღრმაოს კლინიკური კომპეტენციები და შეიძინოს კულტურათაშორისი უნარები ერთ-ერთ აღიარებულ თურქულ უნივერსიტეტში.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ულოცავს შერჩეულ სტუდენტებს და უსურვებს წარმატებას “ერაზმუს +” საერთაშორისო გამოცდილების მიღების გზაზე.