მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტისა და სისხლის ცენტრის ორგანიზებით,ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაცია გაიმართება

15 დეკემბერს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტისა და სისხლის ცენტრის ორგანიზებით,სისხლის უანგარო დონაცია ჩატარდება

დონორის კრიტერიუმები ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/o3NXj2WWZpsDtFB49

თუ აკმაყოფილებთ დონორობის კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოყოთ დრო და სურვილისამებრ ჩაერთოთ სისხლის უანგარო დონაციის კეთილ საქმეში.

ადგილი: აუდიტორია #108 ლაბორატორიაში

დრო: 14:00

ადგილმდებარეობა: „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“, აკაკი წერეთლის ქუჩა N13.