საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები, მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის”მედიცინის სტუდენტი უშა სივაკუმარ სვეთა “ერაზმუს+” მობილობით “19 მაისის  უნივერსიტეტში” (Ondokuz Mayıs University) გაემგზავრება

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი უშა სიმაკუვარ სვეთა “ერაზმუს+ KA171”  სრულად დაფინანსებულ მობილობით 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს თურქეთში, “19 მაისის უნივერსიტეტში” (Ondokuz Mayıs University) გაატარებს.

სვეთამ წარმატებით გაიარა უნივერსიტეტის შიდა სამეტაპიანი კონკურსი და მისი ნომინაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.

“19 მაისის უნივერსიტეტი” თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული საჯარო უნივერსიტეტია, განსაკუთრებით ძლიერი სამედიცინო მიმართულებით, რომლის კურიკულუმიც აერთიანებს სიღრმისეულ თეორიულ მომზადებას და ინტენსიურ პრაქტიკას უნივერსიტეტის კლინიკურ საავადმყოფოში. ეს გარემო ქმნის გამორჩეულ შესაძლებლობას სტუდენტებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან თანამედროვე სამედიცინო სწავლების, მაღალი ხარისხის კლინიკური გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარებისკენ.

“ერაზმუს+ KA171” პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას და მათ დაუფინანსდებათ ორმხრივი მგზავრობის ხარჯები. შესაბამისად, მათი მობილობის პერიოდი ფინანსურად სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროგრამის წესების შესაბამისად.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ულოცავს შერჩეულ სტუდენტს და უსურვებს წარმატებას “ერაზმუს +” საერთაშორისო გამოცდილების მიღების გზაზე.