“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” (CUE) სამართლის პროგრამის პროფესორმა ქეთევან კუხიანიძემ ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში სასწავლო მობილობა ალბერტა კოლეჯში (ლატვია) განახორციელა.
პროფესორმა ქეთევან კუხიანიძემ ლატვიელ სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „ბიზნესისა და კომერციული სამართალი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პერსპექტივიდან: სასამართლო პრაქტიკა, სტატისტიკა და სამეცნიერო ანალიზი“.
სტუდენტებმა, ინოვაციური ხედვების ბიზნესის, სამართლისა და ადამიანის უფლებების გადაკვეთაზე, მიიღეს ინფორმაცია, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათი ცოდნის გაღრმავებას ევროპული და საერთაშორისო სამართლის ჩარჩოების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სანდრა ტეტერე „ადამიანური რესურსებისა“ და „მეწარმეობის“ პროგრამების დირექტორთან , სადაც, მხარეებმა განიხილეს ერთობლივი სამეცნიერო კვლევის მომზადების შესაძლებლობა. მათ შეიმუშავეს კვლევის ძირითადი მიმართულებები, შეთანხმდნენ მეთოდოლოგიაზე და დაგეგმეს შემდგომი სამუშაო შეხვედრები.
ქეთევან კუხიანიძის მობილობა ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა და ალბერტა კოლეჯს შორის თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს , რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას.