„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში“ მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ერისამ“ აგვისტოში ევროპის ორ ქვეყანაში – რუმინეთსა და საფრანგეთში გამართულ სამ საერთაშორისო კულტურულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალები ჩატარდა:
რუმინეთი, ვასლუი – 2-6 აგვისტო
რუმინეთი, პიატრა-ნეამთი – 7-10 აგვისტო
საფრანგეთი, მონთრეჟო – 13-18 აგვისტო
ანსამბლის ხელმძღვანელია პაატა ქარქაშაძე.
აღსანიშნავია, რომ „ერისა“ ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ღონისძიებებში და არაერთ ჯილდოსა თუ სიგელით უბრუნდება ქვეყანას.