სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” რექტორმა ჩინეთში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” რექტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე და ამავე უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი დათუაშვილი იმყოფებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ურუმჩიში, საერთაშორისო კონფერენციაზე: „თანამშრომლობა და ინტეგრაცია – წარმოება, განათლება და სამეცნიერო ტექნოლოგიები“ (The cooperation and Integration of Industry-Education-Research-Application).

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ჰუ ძინპენგმა და ცენტრალური აზიის ქვეყნების განათლების მინისტრებმა.

კონფერენციის პლენარულ სხდომაზე “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” რექტორი მოხსენებით გამოვიდა. მოხსენების თემა იყო „ინდუსტრიის, განათლების, კვლევისა და გამოყენების ინტეგრაცია ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” წარმომადგენლები ასევე, პარტნიორ სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვედრები სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტის უმაღლეს მენეჯმენტთან გაიმართა.

დაიგეგმა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა.