სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექცია – “ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, არსი და მნიშვნელობა” ჩატარდა

8 ოქტომბერს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექცია თემაზე – “ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, არსი და მნიშვნელობა“ ჩატარდა.

ლექციას, რომელიც სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” იურიდიული სამსახურის უფროსი, მენტორი ადვოკატი დარინე სალდაძე უძღვებოდა.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების არსის, სამართლებრივი მნიშვნელობისა და ისტორიული განვითარების გაანალიზება.

დარინე სალდაძემ ისაუბრა ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებზე, მათი სტრუქტურისა და კლასიფიკაციის შესახებ, განსაკუთრებული აქცენტი კი ადამიანის უფლებების დაცვის თანამედროვე გამოწვევებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე გაკეთდა.

საჯარო ლექცია ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.