შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტში არსებული მარეგულირებელი დოკუმენტების, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის კრედიტების დაგროვების, GPA-ის გამოთვლისა და უნივერსიტეტის მართვაში სტუდენტთა ჩართულობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
ასევე, განხილულ იქნა სემესტრის განმავლობაში ფაკულტეტის მიერ დაგეგმილი აქტივობები და მათში სტუდენტთა აქტიური მონაწილეობისთვის საჭირო შესაძლებლობები.
შეხვედრა ტრადიციულად ყოველი სემესტრის დასაწყისში ტარდება და მიზნად ისახავს, სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებასა და ფაკულტეტთან ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობას.