სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტები ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებიან

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტები ანაკლიაში გაემგზავრნენ, სადაც ინტერაქციულ, შემეცნებით და გასართობ გარემოში ხუთ დღეს გაატარებენ.

ბანაკის მიზანია არაფორმალური განათლების მეშვეობით სტუდენტებში soft skill-ების კომუნიკაციის, გუნდურობის, პრობლემის გადაჭრისა და ლიდერობის უნარების განვითარება.

პროგრამა მოიცავს სემინარებს, დისკუსიებსა და პრაქტიკულ შემოქმედებით სამუშაოებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს საკუთარი თავი უკეთესად გამოავლინონ აკადემიური გარემოს მიღმაც.

“ვფიქრობ ძალიან საინტერესო და აქტივობებით სავსე 5 დღე გველის. დიდი მოტივაციით მივდივარ და მიხარია, რომ ამ ახალ გამოწვევას ვუერთდები. ეს ბანაკი ნამდვილად  შანსია, ახალი გამოცდილება მივიღო, დავუმეგობრდე სხვებს და შევიმუშაო ისეთი უნარები, რომლებიც მომავალში დამჭირდება” – გვანცა ჭელიძე, სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.

პარალელურად, იგეგმება რეკრეაციული და კულტურული აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების დასვენებას, ახალი მეგობრები შეძენას და სოციალური კავშირების გაძლიერებას.

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების უნარების პრაქტიკულ განვითარებას  და აძლევს მათ შანსს, გააფართოონ ხედვა, გაიღრმაონ გამოცდილება და მზად იყვნენ მომავალი პროფესიული თუ პირადი გამოწვევებისთვის.