“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში დასრულდა სტუდენტების შერჩევა მოკლევადიანი შერეული მობილობისთვის PXL გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტში (ჰასელტი, ბელგია).
მობილობა განხორციელდება 2026 წლის 2–5 მარტს, “PXL უნივერსიტეტის” მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში. მასპინძელი ფაკულტეტია PXL-მედია და ტურიზმი. პროგრამა აერთიანებს აკადემიურ სესიებს, პრაქტიკულ ვორქშოფებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვა ელემენტებს.
შერჩეულია 10 სტუდენტი CUE-ის ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამებიდან:
- ბაია დოდოშკა ჯოხაძე
- მათე სანიკიძე
- ირაკლი ხელაძე
- გეგი ხარაიშვილი
- პაპუნა მაჩალაძე
- გიორგი ჭითანავა
- ნინო ცერცვაძე
- ბექა კეპულაძე
- გია ქუთათელაძე
- იური კუკულაძე
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ულოცავს შერჩეულ სტუდენტს და უსურვებს წარმატებას “ერაზმუს +” საერთაშორისო გამოცდილების მიღების გზაზე.