სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტებმა ჭადრაკის პირველ გუნდურ ჩემპიონატში  მიიღეს მონაწილეობა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” (CUE) სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პირველ გუნდურ ჩემპიონატში ჭადრაკში, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ.

ტურნირი თბილისში, სასტუმრო “მაქმანში” ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემპიონატში ასპარეზობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტური გუნდები, რომელთა შორისაც იყო CUE-ს გუნდი. CUE-ს გუნდი დაკომპლექტებულია როგორც ქართველით, ისე მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო სტუდენტებით.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩემპიონატი პირველი შემთხვევა იყო, როცა საქართველოში უნივერსიტეტებს შორის გუნდური ჭადრაკის ტურნირი ჩატარდა, რაც სტუდენტური სპორტის განვითარებასა და ინტელექტუალური კონკურენციის წახალისებაში მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” მადლობას უხდის ჩემპიონატის ორგანიზატორებს ასევე, საკუთარ სტუდენტებს აქტიური მონაწილეობისთვის და მხარდაჭერას უცხადებს მათ მომავალ წარმატებებში.