მიმდინარე წლის პირველ მაისს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის სამუშაო შეხვედრა თემაზე “როგორ მოვამზადოთ ეფექტური აბსტრაქტი და პრეზენტაცია“ გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი მირანდა თედეშვილი.
შეხვედრაზე სტუდენტებს განემარტათ, როგორ მოამზადონ მკაფიო და სტრუქტურირებული აბსტრაქტი, როგორ შეარჩიონ პრეზენტაციისთვის მნიშვნელოვანი შინაარსობრივი და ვიზუალური ელემენტები და როგორ მოახდინონ საკუთარი კვლევის ეფექტური წარდგენა აუდიტორიის წინაშე.
მონაწილეები გაეცნენ პრაქტიკულ მაგალითებს, იმუშავეს საკუთარ ნიმუშებზე და მიიღეს ინდივიდუალური უკუკავშირი.