მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისმედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფაკულტეტის დეკანი თამარ პერტაია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმაციის მიწოდება, ფაკულტეტის მიმდინარე პროექტებსა და განვითარების სტრატეგიებზე, ასევე მათთვის ხელმისაწვდომი სერვისებისა და რესურსების გაცნობა

დეკანმა თამარ პერტაიამ სტუდენტებს მიესალმა და ხაზი გაუსვა ღია დიალოგისა და მუდმივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი თქმით, ფაკულტეტი მიზანმიმართულად მუშაობს იმაზე, რომ შეიქმნას თანამედროვე, ინოვაციური და სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემო

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს კარიერული განვითარების პროგრამებზე და დასაქმების შესაძლებლობებზე; იურიდიული სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს სტუდენტებს ეთიკური და სამართლებრივი საკითხების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ხოლო ბიბლიოთეკის გუნდმა წარმოადგინა ახალი ელექტრონული და ბეჭდური რესურსებიკვლევითი ბაზები და სერვისები

შეხვედრა დასრულდა დისკუსიით, სადაც სტუდენტებმა დასვეს კითხვები და გააზიარეს საკუთარი ხედვები სასწავლო პროცესის გაუმჯობესების გზებზე

ფაკულტეტის დეკანმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაიმართება, რათა ფაკულტეტსა და სტუდენტურ საზოგადოებას შორის კომუნიკაცია კიდევ უფრო გაძლიერდეს.