სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” ტრენინგი “ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ტექსტების ამოცნობა Strike Plagiarism პლატფორმაზე” გაიმართა

მიმდინარე წლის 4 ივლისს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის   Strike Plagiarism-ის პლატფორმის გამოყენების შესახებ ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის მთავარ თემას წარმოადგენდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ტექსტების ამოცნობა Strike Plagiarism-ის პლატფორმის საშუალებით.

შეხვედრას Strike Plagiarism-ის წარმომადგენლები უძღვებოდნენ, რომლებმაც პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე აჩვენეს, როგორ უნდა განხორციელდეს ტექსტის AI დეტექცია, ანგარიშის გენერირება და ინტერპრეტაცია.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხი. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე.