საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” ინონუს უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტმა” (CEU) ინონუს უნივერსიტეტთან (მალათია, თურქეთი) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (MOU) გააფორმა. შეთანხმება ინსტიტუტებს შორის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აკადემიური თანამშრომლობის საფუძველს ქმნის.

აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს CEU-სა და ინონუს უნივერსიტეტს შორის აკადემიური, კულტურული და სოციალური თანამშრომლობის განვითარებასა და ურთიერთგაგების ხელშეწყობას.

თანამშრომლობა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის: აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას, სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს, სტუდენტთა სტაჟირებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, საჯარო ლექციების ჩატარებას, სიმპოზიუმების, კონგრესებისა და კონფერენციების ორგანიზებას, აკადემიური ინფორმაციისა და მასალების გაცვლას და თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმას საერთო ინტერესების სფეროებში.

ინონუს უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს თურქეთის ქალაქ მალათიაში, წარმოადგენს 1975 წელს დაარსებულ უმაღლესი განათლების პრესტიჟულ დაწესებულებას. უნივერსიტეტი მოიცავს მრავალ ფაკულტეტს სხვადასხვა დისციპლინაში და გამოირჩევა კვლევისა და აკადემიური წარმატების მაღალი რეპუტაციით.

ეს ახალი საერთაშორისო პარტნიორობა სრულად შეესაბამება CEU-ს მისიას – აღზარდოს გლობალურად მოაზროვნე კურსდამთავრებულები მრავალფეროვან საგანმანათლებლო გარემოსთან და საერთაშორისო პერსპექტივებთან ურთიერთობის გზით. ორივე უნივერსიტეტი იმედოვნებს, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო შესაძლებლობებს შესთავაზებს მათ აკადემიურ საზოგადოებებს.