“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” წარმომადგენლებმა 25 თებერვალს ვანის საჯარო და კერძო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
შეხვედრის ფარგლებში “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის, ფაკულტეტის, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო პარტნიორების და უნივერსიტეტში სწავლების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა.