სხვადასხვა

ევროპულ სამეცნიერო გამოცემის სარედაქციო საბჭოში “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე და ასოცირებული პროფესორი გოჩა უგულავა ოფიციალურად მიიწვიეს

ევროპაში არსებულმა აკადემიურმა ჟურნალმა Public Governance, Regulation and Law  (PGRL) “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისპროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე და ასოცირებული პროფესორი გოჩა უგულავა სარედაქციო საბჭოს წევრებად ოფიციალურად მიიწვია

Public Governance, Regulation and Law (PGRL) , საერთაშორისო, რეცენზირებადი და ღია წვდომის (Diamond Open Access) სამეცნიერო ჟურნალია, რომელიც აქვეყნებს კვლევებს საჯარო მმართველობის, რეგულირების პოლიტიკის, სამართლისა და საჯარო ადმინისტრირების საკითხებზე გლობალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე

ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები იწერება ინგლისურ ენაზე, გადის ორმაგ ბრმა რეცენზირებას და აღინიშნება DOI იდენტიფიკატორით.  

გამოცემა ფუნქციონირებს Creative Commons Attribution 4.0 ლიცენზიის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს ღია წვდომას და სამეცნიერო გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს

ჟურნალის გამომცემელია Academic Research and Publishing UG — აკადემიური გამომცემლობა, რომელიც დაარსდა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 2022 წელსგამომცემლობა ახორციელებს მაღალი ხარისხის რეცენზირების პროცესსუზრუნველყოფს სარედაქციო მომსახურებას და ხელს უწყობს ღია მეცნიერებისკვლევით თანამშრომლობისა და სამეცნიერო კომუნიკაციის განვითარებას.

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტიულოცავს პროფესორ ნიკოლოზ ჩიხლაძეს და ასოცირებულ პროფესორ გოჩა უგულავას საერთაშორისო აღიარებასა და სარედაქციო საბჭოში გაწევრიანებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პროფესიონალიზმსა და საერთაშორისო რეპუტაციას.