სხვადასხვა

Falling Walls Lab Georgia 2025 უკვე გელოდება!

Falling Walls Lab Georgia 2025 უკვე გელოდება!
გაქვს იდეა, რომელსაც შეუძლია ცვლილების მოტანა?

ეს არის საერთაშორისო პიჩ-კონკურსი, სადაც სტუდენტები, ახალგაზრდა პროფესიონალები და მკვლევრები 3 წუთში წარადგენენ თავიანთ ინოვაციურ იდეებს.

თუ შენი იდეა ეხება მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, მდგრად განვითარებას ან საზოგადოებრივ ცვლილებებს – და მას შეუძლია ბარიერების გარღვევა და უკეთესი მომავლის შექმნა – ეს სცენა შენთვისაა!

კონკურსის გამარჯვებული წარადგენს საქართველოს ბერლინში, 2025 წლის ნოემბერში, Falling Walls Lab-ის გლობალურ ფინალში, მსოფლიოს წამყვან ახალგაზრდა ინოვატორებთან ერთად.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გააზიარო შენი ხედვა, შექმნა საერთაშორისო კავშირები და გახდე გლობალური ცვლილებების ნაწილი.

განაცხადის ბოლო ვადა: 2 მაისი, 2025
რეგისტრაცია: https://falling-walls.com/falling-walls-lab-georgia-0#apply