“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” და კერძო სკოლა “იმედის“ ორგანიზებით, 2025 წლის 17 მაისს IX კლასის მოსწავლეებთან თემაზე: “Sustainable Development – Our Responsibility” ინგლისურენოვანი კონფერენცია ჩატარდა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის მდგრადი განვითარების პრინციპების გაცნობას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას და ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენებას.
კონფერენციას უმასპინძლა “ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა”, რომელიც ამჯერად მასპინძლის როლში იყო — უნივერსიტეტმა შეხვედრისათვის სივრცე დაუთმო სკოლის წარმომადგენლებსა და მონაწილეებს.
კონფერენციის მიზნები იყო:
- მოსწავლეებისთვის გაეცნოთ მდგრადი განვითარების ცნება და მისი 17 მიზანი (UN SDGs);
- გაეზარდათ გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური პასუხისმგებლობის შეგნება;
- წარედგინათ საკუთარი ხედვები და იდეები უკეთესი მომავლისთვის;
- ემუშავათ პრეზენტაციებზე ინგლისურ ენაზე და დაეხვეწათ საჯარო გამოსვლის უნარები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, განახლებადი ენერგიები, პლასტმასის შემცირება, მდგრადი ქალაქები და სხვა აქტუალური თემები.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ კითხვა-პასუხის ფორმატშიც, რაც პროცესს კიდევ უფრო დინამიურს და მრავალმხრივს ხდიდა.