სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

იურისტთა დასაქმების ფორუმი

27 ნოემბერს, “ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა”, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსთან პარტნიორობის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო იურისტთა დასაქმების ფორუმში, რომელიც სასტუმრო „ქუთაისი Inn“-ში გაიმართა.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სამართლის პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობდნენ სხვადასხვა იურიდიული კომპანიის სტაჟირებებს და ვაკანსიებს. სტუდენტებმა დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით მიიღეს ინფორმაცია კარიერული პერსპექტივებისა და განვითარების გზების შესახებ.

ფორუმზე “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური წარმოდგენილი იყო, როგორც პოტენციური დამსაქმებელი.

ფორუმში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტისა და სააგენტოს პარტნიორობის გაძლიერების კუთხით და ემსახურება სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და მათი წარმატებული დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.