სხვადასხვა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

კონკურსი “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” პრაქტიკული სამართლის კურსის ‘’STREET LAW” მონაწილე სტუდენტთა შერჩევის მიზნით

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” აცხადებს კონკურსს პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მონაწილე სტუდენტთა შერჩევის მიზნით.

პრაქტიკული სამართლის კურსის მიზანია საბაზისო სამართლებრივი საკითხების სწავლება, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისა და აქტიური მოქალაქეობისათვის.

კონკურის შედეგად, შეირჩევა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (6 მონაწილე) .

მოცემული შესაძლებლობა არის საშუალება განვითარდეთ პიროვნულად, განიმტკიცოთ ცოდნა და გაიუმჯობესოთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ასევე, დაეხმაროთ უნივერსიტეტს პრაქტიკული სამართლის კურსის “STEET LAW” განხორციელებაში 2026 წლის გაზაფხულზე. ასევე, გათვალისწინებულია სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაწილეობა მიიღოს პრეზენტაციის მომზადებასა და პრაქტიკული კურსის მოსწავლეებისათვის ლექციის ჩატარებაში პროფესიონალ იურისტებთან ერთად.
  • მენტორობა გაუწიოს პრაქტიკული სამართლის კურსის დასკვნით ეტაპზე იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე მოსწავლეთა გუნდს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • MS Office (Word კარგი, PowerPoint კარგი);

კონკურსის დეტალები:

  • კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადები: 2026 წლის 21 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით;
  • დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (სასურველ ფორმატში) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: darejan.saldadze@cue.edu.ge
  • კონკურსის პირველი ეტაპი: დოკუმენტების გადარჩევა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი: გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
  • კანდიდატმა სათაურის ველში საჭიროა მიუთითოს შემდეგი ტექსტი: პრაქტიკული სამართლის კურსის მონაწილე სტუდენტი.

გასაუბრების კრიტერიუმები:

* ზეპირი კომუნიკაციის უნარი (3 ქულა);
* მოტივაცია (3 ქულა);
* ანალიტიკური აზროვნების უნარი (3 ქულა);
* შესაბამის დონეზე დარგის სპეციფიკის ცოდნა (3 ქულა);
* ზოგადი შთაბეჭდილება (3 ქულა).

შეფასების საბოლოო შედეგი გამოითვლება შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულის გამოთვლით. კონკურსანტმა სავალდებულოა დააგროვოს შეფასებების 50%-ზე მეტი.