მიმდინარე წლის 29 მაისს ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით მალაგას უნივერსიტეტის ვიცე რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფესორი მირიემ საგირი ესტუმრა.
პროფესორი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა, სადაც როგორც კვლევითი, ასევე აკადემიური გაცვლის მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ვიზიტის მეორე ნახევარი დაეთმო სტუდენტებთან შეხვედრას, სადაც მან ისაუბრა მალაგას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და იმ გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტებს ერთი სემესტრი ისწავლონ მალაგას უნივერსიტეტში.