2010 წელს დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. ფლობს სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) დიპლომს ბუღალტრულ აღრიცხვასა და ბიზნესში. არის ასოცირებული პროფესორი ფინანსებში. თოთხმეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ერთი მონოგრაფიის ავტორი (გამომცემლობა VDM Verlag Dr. Muller, გერმანია). რეფერირებული სამეცნიერო, პროფესიული ჟურნალების (Pinnacle Business Management (ISSN: 2360-946X), Pinnacle Economics and Finance (ISSN: 2360-9486), Journal of Modern Accounting and Auditing (ISSN: 1548-6583) რეცენზენტი.
ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. არის პროგრამის „Erasmus“ მონაწილე, პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ინსუბრიას უნივერსიტეტში (იტალია) პედაგოგიური საქმიანობისთვის.სოფიო ხუნდაძე არის საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის და ასევე, ყაზახეთის აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელი სააგენტოს ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი.ასევე, არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის განათლების კომიტეტის წევრი და განგრძობითი განათლების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.მსოფლიო ბანკის ფინასნური ანგარიშგების რეფორმების ცენტრის (CFRR) პროექტის „აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (STAREP)“ მონაწილე.
2013-2018 წლებში მუშაობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციებზე. 2019 წელს მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში, იკავებდა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას. ევროპის უნივერსიტეტში მუშაობდა საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 2020 წლიდან ევროპის უნიევრსიტეტში იკავებს ვიცე-რექტორის პოზიციას ხარისხის განვითარების მიმართულებით.
კონტაქტი: sophio.khundadze@unik.edu.ge