საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ლატვიის უნივერსიტეტის რიგის სამედიცინო კოლეჯს ეწვია

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დეკანი თამარ პერტაია 2025 წლის 10–14 მარტს ლატვიის უნივერსიტეტის რიგის სამედიცინო კოლეჯში იმყოფებოდა.

ვიზიტი “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა” და რიგის სამედიცინო კოლეჯს შორის არსებული, Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

ვიზიტის მიზანს რიგის სამედიცინო კოლეჯთან არსებული თანამშრომლობის შედეგებისა და ახალი მიმართულებების განხილვა წარმოადგენდა. აღნიშნულის ფარგლებში, თამარ პერტაია რიგის სამედიცინო კოლეჯის დირექტორს აქსელს როშოფს, დირექტორის მოადგილე სარმიტა ვილერსა და მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლინდა ალონდერეს შეხვდა. ლატვიის უნივერსიტეტში ვიზიტს კი, Erasmus+ კოორდინატორმა ივარს პეკაინისმა უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრებისას, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე; მათ შორის, ერთობლივი პროგრამების, კლინიკური ბაზებისა და სასწავლო გაცვლითი პროგრამების განვითარების პერსპექტივებზე.