საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის კონკურსის შედეგები ცნობილია

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტიდან 9 სტუდენტი შეირჩა. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის მიერ სრულად დაფინანსებულ 5-დღიან ტრენინგ კურსში, რომელიც გაიმართება ნორვეგიაში, უტოიას კუნძულზე, 2025 წლის 18-22 აგვისტოს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Be.long-ისა და Utøya Democracy Learning Center-ის პარტნიორობით, ტრენინგი ჩატარდება უტოიას კუნძულზე.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • კრიტიკული აზროვნება
  • მედიაწიგნიერება
  • სამოქალაქო განათლება

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები:

  • ნინო ხარაბაძე – სამართლის საბაკალავრო პროგრამა
  • ბაია ჯოხაძე – ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
  • გია ქუთათელაძე – ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
  • გიორგი ჭითანავა – ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
  • ირაკლი ხელაძე – ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა
  • ბექა კეპულაძე – ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა
  • დაჩი კობახიძე – ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
  • ანი მინდელი – ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
  • ნიკა გიორგიძე – ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა

ვულოცავთ შერჩეულ კანდიდატებს და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ საერთაშორისო გამოცდილებაში!

მადლობას ვუხდით კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტს  და ვუსურვებთ წარმატებას სხვა მოკლევადიან თუ გრძელვადიან გაცვლით პროგრამაში!