საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

პროფესორი ეკატერინე ვაწაძე “ერაზმუს+” მობილობის ფარგლებში რუმინეთის დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” აფილირებული პროფესორი ეკატერინე ვაწაძე “ერაზმუს+” საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში რუმინეთის ქალაქ ტირგუ მურეშის დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

მობილობის ფარგლებში პროფესორმა ჩაატარა ინტერაქციული ლექციები AI ხელსაწყოების და სხვა ონლაინ საგანმანათლებლო აპლიკაციების გამოყენებით თემებზე “ჯანსაღი ცხოვრების წესი” და “ტრადიციული საქმიანობების გადაშენების საფრთხე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში”.

აღნიშნული მობილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარებისა და მიღების, სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე საერთაშორისო ავტორიტეტის და კავშირების გაფართოების თვალსაზრისით