სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები, სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტსა და ქუთაისის ამერიკულ კუთხეს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

6 თებერვალს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით ქუთაისის უნივერსიტეტსა და ქუთაისის ამერიკულ კუთხეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და ქუთაისის ამერიკული კუთხის კოორდინატორმა ინგა ივანეიშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს და დაგეგმეს არაერთი ერთობლივი ღონისძიება და აქტივობა, როგორიცაა დებატების სკოლა, სხვადასხვა მოხალისეობრივი და კულტურული ღონისძიება. ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს ასევე, ამერიკული კუთხისგან შეთავაზებული ექნებათ მათ ბაზაზე არსებული ელ-ბიბლიოთეკა, რომელშიც ინტეგრირებულია შემდეგი ბაზები: JSTOR, Academic Search Premier, ProQuest Dissertations & Theses Global, Kanopy, BookFlix და სხვა