სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

20 სექტემბერს, 13:00 საათზე,”ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტ ნატალია ძიძიგურის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე:
„დეცენტრალიზაციისა და უფლებამოსილებების დელეგირების ეკონომიკური ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებები საქართველოს მუნიციპალიტეტებში (აჭარის მაგალითზე)“.

ნაშრომის ხელმძღვანელი: პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე.