საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო მობილობა

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით 60-ზე მეტ უცხოურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. სტუდენტებს და აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ მთელი მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით.

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს როგორც ერაზმუს+ სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო მობილობას, ასევე პარტნიორ ინსტიტუციებთან ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი თანადაფინანსებით ბილატერულ მობილობას.

 

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე (ბილატერული) მობილობის შესახებ:

აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, თანადაფინანსებას თავად ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი და პარტნიორი ინსტიტუცია უზრუნველყოფენ. მსგავსი საერთაშორისო აკადემიური მობილობის გეოგრაფიული არეალი, ერაზმუს+ სასტიპენდიო პროგრამისგან განსხვავებით, არ არის შეზღუდული ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და პარტნიორი უნივერსიტეტი შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მდებარეობდეს. ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს ჰყავს 60 - ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი, რომლებთანაც გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი და შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს, განახორციელოს საერთაშორისო მობილობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევა და გამარჯვებულთათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება:

ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამასა, თუ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე მობილობის სქემაში მონაწილე სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევა და გამარჯვებულთათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ხდება საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის მიხედვით.

სტუდენტების შემთხვევაში:

  1. საერთაშორისო აკადემიური მობილობით დაინტერესებული სტუდენტები რეგისტრაციისთვის ავსებენ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ შედგენილ ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმას.
  2. რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური იწვევს პირველ შესარჩევ ეტაპზე, რაც გულისხმობს ინგლისური ენის გამოცდას პირისპირ ან დისტანციური პლატფორმების გამოყენებით:
      • სტუდენტს მოეთხოვება ინგლისურ ენაში B2 დონის ცოდნის დადასტურება, ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო დოკუმენტის (CEFR) შესაბამისად, ოთხ ენობრივ კომპეტენციაში: მოსმენა, წერა, კითხვა, ლაპარაკი.
      • კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასვლის წინაპირობაა გამოცდით განსაზღვრული მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 60-ის დაგროვება.
  3. საერთაშორისო სტუდენტური მობილობისთვის შესარჩევი კონკურსის მეორე და საბოლოო ეტაპი გულისხმობს ინგლისურენოვან გასაუბრებას, რომელიც წარიმართება პირისპირ ან დისტანციური პლატფორმის გამოყენებით. გასაუბრებაზე ფასდება კონკურსანტთა მოტივაცია აკადემიური, პროფესიული და პიროვნული განვითარების კუთხით.
  4. გამარჯვებულ სტუდენტთან ფორმდება სასწავლო ხელშეკრულება, რომელშიც ჩამოთვლილია როგორც პარტნიორ უნივერსიტეტში გასავლელი სასწავლო კურსები, ისე ადგილობრივად მათი შესატყვისები, შესაბამისი კრედიტების მითითებით. აღნიშული დოკუმენტის ხელმოწერით, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი პასუხისმგებლობას იღებს სტუდენტის დაბრუნების შემდგომ მის მიერ პარტნიორ უნივერსიტეტში დაგროვილი კრედიტების აღიარებაზე, დოკუმენტში გაწერილი სქემის შესაბამისად.
  5. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პასუხისმგებელია მასპინძელ უნივერსიტეტში გამარჯვებული სტუდენტის მიერ სასწავლო კურსების შერჩევა-აღიარების საკითხის მოწესრიგების, საელჩოსა და მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სრული დოკუმენტაციის მომზადებისა და ადრესატისთვის დროულად მიწოდების პროცესის მხარდაჭერაზე; გამარჯვებული სტუდენტის მასპინძელ უნივერსიტეტში გამგზავრებამდე მის სრულ ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე.
  6. გამარჯვებული სტუდენტი თავის მხრივ ვალდებულია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს გაუზიაროს საერთაშორისო მობილობისთვის საჭირო ყველა პირადი დოკუმენტის ასლი და მითითებების მიხედვით, შეავსოს მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სააპლიკაციო ფორმა/ფორმები.

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია, რაც ერაზმუს+ მობილობის ფარგლებში სხვადასხვა გაცვლით პროგრამას ახორციელებს. მობილობის შესახებ უახლესი სიახლეების სანახავად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ გვერდს.

ERASMUS + – ის გაცვლით პროგრამაში სტუდენტთა შერჩევის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აქტიური სტატუსის მქონე:

  • ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი საგანანმანათლებლო პროგრამის I-II სემესტრით გათვალისწინებული საგნები და დაგროვილი აქვთ შესაბამისი კრედიტები;
  • მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი საგანანმანათლებლო პროგრამის I სემესტრით გათვალისწინებული საგნები და დაგროვილი აქვთ შესაბამისი კრედიტები;

სტიპენდია შესახებ: 
ყოველთვიური სტიპენდია 800-დან 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნორმით

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

კრედიტების აღიარება: 

მასპინძელ უნივერსიტეტში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესების თანახმად.

სწავლის საფასური:

მასპინძელ უნივერსიტეტთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, სტუდენტებს არ მოუწევთ  უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდა.  თუმცა, ERASMUS + – ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის განმავლობაში სტუდენტი არ თავისუფლდება  შესაბამისი სემესტრის გათვალისწინებული სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. 

აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალის და სტუდენტებს, ბილატერალური შეთანახმებების საფუძველზე საერთაშორისო მობილობის განხორციელების შესაძლებლობა აქვთ 19 პარნტიორ უნივერსიტეტში. ესენია:

    • სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი;
    • პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი, ჩეხეთი;
    • ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი;
    • პოზნანის საბანკო საქმის უმაღლესი უნივერსიტეტი, პოლონეთი;
    • დაბროვა გორნიცას WSB საბანკო საქმის უმაღლესი უნივერსიტეტი, პოლონეთი;
    • რიგის სტრადინს უნივერსიტეტი, ლატვია;
    • კლაიპედას უნივერსიტი, ლიეტუვა;
    • ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტი, ბულგარეთი;
    • დიმტირი ცანტემირის ტირგუ მიურეს უნივერსიტეტი, რუმინეთი;
    • ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტი, რუმინეთი;
    • ზაპოროჟიის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, უკრაინა;
    • ლვოვის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინა;
    • ხარკოვის სამედიცინო აკადემია, უკრაინა;
    • ხარკოვის ნაციონალური სამედიცინო უნივერსიტეტი, უკრაინა;
    • ხორტიციის ნაციონალური აკადემია, უკრაინა;
    • სინციანის უნივერსიტეტი, ჩინეთი;
    • სტეკომის უნივერსიტეტი, ინდონეზია;
    • ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი, ლიეტუვა;
    • დასავლეთ ბრიტანის უნივერსიტეტი, საფრანგეთი.

2020-2021 სასწავლო წლის პერიოდში სტუდენტები ბილეტარული ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფებიან პოლონეთისა და ბულგარეთის უნივერსიტეტებში.

ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამასა, თუ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე მობილობის სქემაში მონაწილე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის შერჩევა  ხორციელდება „საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ მიხედვით.

მიმაგრებული ფაილები

  • მობილობის წესი