სხვადასხვა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მდგრადი განვითარება, ინსტიტუტები და გლობალური გამოწვევები” (SDIGC-25)

2025 წლის 8 ნოემბერს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” გაიმართება მულტიდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მდგრადი განვითარება, ინსტიტუტები და გლობალური გამოწვევები“ (SDIGC-25).

კონფერენციის მომზადების ფარგლებში დასრულდა ნაშრომების რეცენზირების ეტაპი და გამოქვეყნდა საბოლოო პროგრამა.

მონაწილეობას იღებს 81 მომხსენებელი, მათ შორის 18 უცხო ქვეყნის წარმომადგენელი (დაახლოებით 22%). საერთო ჯამში წარმოდგენილია 51 მოხსენება, მათგან 20 ინგლისურ ენაზე (დაახლოებით 40%).

13 მოხსენება წარმოდგენილია უცხოელი მონაწილეების მიერ, რაც საერთო მოხსენებების 25.5%-ს შეადგენს – ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კონფერენციისადმი საერთაშორისო ინტერესს.

რეცენზირების პროცესში სამეცნიერო კომიტეტმა მკაცრად დაიცვა შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები – უარყოფილ იქნა 11 მოხსენება, რაც წარდგენილი ნაშრომების დაახლოებით 18%-ს წარმოადგენს.

აღნიშნული ასახავს კონფერენციის მაღალ აკადემიურ სტანდარტებსა და ხარისხის უზრუნველყოფის მკაცრ მიდგომას.

საერთო ჯამში, კონფერენციაში საქართველოს აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას იღებენ მეცნიერები და მკვლევრები 10 უცხო ქვეყნიდან, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს ღონისძიების საერთაშორისო მასშტაბს და აკადემიურ ავტორიტეტს.

კონფერენციის პროგრამა და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ოფიციალურ ვებგვერდზე.

კონფერენცია 2025

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” მადლობას უხდის ყველა მონაწილესა და პარტნიორ ორგანიზაციას აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისათვის.