31 მაისს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” და “ენერგო-სმარტი” გიწვევთ საჯარო საგამოფენო ფორუმზე, სადაც თავს მოიყრიან მოსწავლეები, სტუდენტები და ყველა დაინტერესებული პირი, ვინც მზად არის, აღმოაჩინოს ენერგიის დაზოგვის ახალი და ინოვაციური მიდგომები.
ღონისძიება იმართება რეგიონალური კამპანიის – “ენერგო-სმარტის“ ფარგლებში და აერთიანებს 6 სკოლის მიერ წარმოდგენილ
მზის პანელების მოდელებს
ქარის გენერატორებს
ჰიდროსადგურებს
ენერგოეფექტური შენობების მაკეტებს
ადგილზე CUE-ის სტუდენტებიც გიმასპინძლებენ, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს გაგვიზიარებენ და ენერგოეფექტურობას ახლებური კუთხით და ინოვაციური იდეებით გაგვაცნობენ.
ადგილზე გაეცნობით სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილ სამაგიდო თამაშს და თავადაც შეძლებთ მონაწილეობის მიღებას.
კამპანია ხორციელდება ევროკავშირის და KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით, რათა ენერგოეფექტურობა რეალურ ყოველდღიურ ღირებულებად იქცეს.
შემოგვიერთდი და გაიგე, როგორ შეუძლია ცოდნას და ერთიან ძალისხმევას შეცვალოს გარემო უკეთესობისკენ.
თარიღი: 31 მაისი
დრო: 14:00 – 18:00
ლოკაცია: “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ღია სივრცე