სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები, სხვადასხვა

საჯარო ლექცია მოსწავლეებისთვის – “გადასახადები, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების მნიშვნელოვანი ელემენტი”

16 აპრილს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის”, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, თეონა გრიგოლაშვილმა სსიპ ქ.ქუთაისის N 7 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია თემაზე: “გადასახადები, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების მნიშვნელოვანი ელემენტი” ჩაატარა.

ლექციის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეღრმავებინათ ცოდნა სახელმწიფო ბიუჯეტის არსისა და მისი ფორმირების მექანიზმების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი და პედაგოგები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას სახელმწიფო ბიუჯეტის როლისა და მნიშვნელობის შესახებ, რაც არსებითად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოწყობისთვის. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეებში ფინანსური ცნობიერების ამაღლებას და სახელმწიფო მმართველობის პროცესების უკეთ აღქმას.