16 ოქტომბერს, „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“, ლიგა სილენიეცე ( ალბერტა კოლეჯი , ლატვია) გამართავს საჯარო ლექციას თემაზე „მწვანე ბიზნესის ტრანზიცია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ .
ლექციის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) მაგალითზე მწვანე ბიზნესის ტრანზიციის არსის და მნიშვნელობის წარმოჩენა.
ლექციის განმავლობაში განიხილება მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის მოლაპარაკებები, რომლებიც მიმართულია მწვანე ტრანზიციის პროცესზე.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, დასწრება თავისუფალია.
თარიღი: 16 ოქტომბერი, 13:00 საათი.
ადგილმდებარეობა: “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი”, აკაკი წერეთლის ქუჩა N 13