სტუდენტთა და კურსდამთავრებულების მომსახურების ცენტრის ინიციატივით, საჯარო ლექცია ჩატარდა, რომელიც სწავლის პროცესში სტრესის მართვის სტრატეგიებსა და ფსიქიკური კეთილდღეობის შენარჩუნებას მიეძღვნა.
ლექციის ფარგლებში მოწვეულმა ფსიქოლოგმა მსმენელებს გაუზიარა პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები, როგორ ჩამოეყალიბებინათ ჯანსაღი და მდგრადი სასწავლო რუტინა, გაეზარდათ ყურადღება და პროდუქტიულობა, ასევე როგორ დაეუფლონ სტრესის მართვის ეფექტურ ტექნიკებს.
ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იყო – მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები, მიეღოთ პერსონალიზებული რეკომენდაციები და ჩართულიყვნენ პრაქტიკულ აქტივობებში, რაც ლექციას კიდევ უფრო საინტერესოს და შედეგიანს ხდიდა.