სხვადასხვა

საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ონლაინ ტრენინგი „პროფესიული განვითარება და თანამშრომლობა სკოლაში” ჩატარდა.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” და “ევროპის უნივერსიტეტის” ორგანიზებით, საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის უფასო ტრენინგი თემაზე: „პროფესიული განვითარება და თანამშრომლობა სკოლაში” გაიმართა, რომელიც ორგანიზებულია, სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის მიერ.

ტრენინგის შესახებ:

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, სასწავლო გუნდში თანამშრომლობის კულტურის გაძლიერება და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმების ათვისება.

ტრენინგის შედეგად, მონაწილეებმა შეძლეს შიდა დაკვირვებისა და ურთიერთდაკვირვების გამოყენება პროფესიული განვითარების ინსტრუმენტად, შექმნეს და განავითარეს საკუთარი პროფესიული პორტფოლიო, განახორციელეს თვითშეფასება და შიდა მონიტორინგი სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა:

  • გააზიარეს გამოცდილება სასწავლო გუნდში თანამშრომლობისა და შიდა დაკვირვების საკითხებზე;
  • შეისწავლეს პრაქტიკული მიდგომები პროფესიული პორტფოლიოს შედგენისა და განვითარებისათვის;
  • განიხილეს სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, მათ შორის თვითშეფასება და შიდა მონიტორინგი;
  • მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიურ ჯგუფურ სავარჯიშოებში, რეფლექსიასა და უკუკავშირის აქტივობებში.

ტრენინგს გაუძღვა: “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული ასისტენტ-პროფესორი და სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ტრენერი მარიამ რამინაშვილი.

ტრენინგს 70-მდე მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან დაესწრო , მათ  შორის თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, თელავის, ხობის, გორის, ახალქალაქისა და სხვა რეგიონების საჯარო და კერძო სკოლებიდან.

ტრენინგზე დასწრების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.