სხვადასხვა

საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ონლაინ ტრენინგი „პროფესიული განვითარება და თანამშრომლობა სკოლაში” გაიმართება

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” და “ევროპის უნივერსიტეტის” ორგანიზებით, საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის უფასო ტრენინგი თემაზე: „პროფესიული განვითარება და თანამშრომლობა სკოლაში” გაიმართება, რომელიც ორგანიზებულია, სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის მიერ.

ტრენინგის შესახებ:

🔹 ტრენინგის მიზანი: ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, სასწავლო გუნდში თანამშრომლობის კულტურის გაძლიერებას და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმების ათვისებას.

🔹 ტრენინგის შედეგი: მონაწილეები შეძლებენ შიდა დაკვირვების და ურთიერთდაკვირვების გამოყენებას პროფესიული განვითარების ინსტრუმენტად, შექმნიან და განავითარებენ საკუთარ პროფესიულ პორტფოლიოს და განახორციელებენ თვითშეფასებას.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

გააზიარონ საკუთარი გამოცდილება სასწავლო გუნდში თანამშრომლობისა და შიდა დაკვირვების საკითხებზე;

შეისწავლონ პრაქტიკული მიდგომები პროფესიული პორტფოლიოს შედგენისა და განვითარებისათვის;

განიხილონ სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, მათ შორის თვითშეფასება და შიდა მონიტორინგი;

მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტიურ ჯგუფურ სავარჯიშოებში, რეფლექსიაში და უკუკავშირის აქტივობებში.

  • ტრენინგს გაუძღვება: ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი და სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ტრენერი მარიამ რამინაშვილი.
  • ხანგრძლივობა და ფორმატი: 4 საათი, ლექცია + პრაქტიკული მუშაობა, შესვენებით.
  • ტრენინგი ჩატარდება ონლაინ,  Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, შაბათს, 8 ნოემბერს, 12:00 საათზე.
  • რეგისტრაცია: ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია

რეგისტრაციის ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeAnvffHpJ9sHwRy4LHRKuJltAlNM4N7gJmdmZXhLM66CSoyQ/viewform?pli=1

სერტიფიკატი: ტრენინგზე დამსწრე პირებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.